შეთანხმება შედგა — დანიელ მალდინი მონცადან კარიერას ატალანტაში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი სულ რამდენიმე წუთის წინ მოაგვარეს, ახალგაზრდა იტალიელს ბერგამოში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მას შემდეგ, რაც ადემოლა ლუკმენმა მძიმე ტრავმა მიიღო, ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ახალი შემტევის დამატებაზე დაიწყო მუშაობა. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა არჩევანი დანიელ მალდინიზე შეჩერდა.
მხარეებს შორის დაახლოებით €13-14 მილიონიანი გარიგება შედგა, საიდანაც მილანიც იხეირებს — "როსონერი" ამ ტრანსფერიდან 50%-ს, ანუ €6.5-7 მილიონს მიიღებს.
Serie A
დანიელ მალდინი მონცას ტოვებს — ცნობილია სად გააგრძელებს იტალიელი კარიერას













