მას შემდეგ, რაც დავიდ დე ხეა 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა, მისი კარიერია უკან-უკან მიდის. ამ ერთი წლის განმავლობაში, გამოცდილ ესპანელ მეკარეს უამრავ გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერი ამ დრომდე არც ერთ გუნდში შემდგარა. მთელი ამ დროის განმავლობაში, გამოცდილმა ესპანელმა მეკარემ ახალი გუნდის მოძებნა ვერ მოახერხა, თუმცა როგორც ჩანს, 2024/25 სეზონის წინ, დე ხეა ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს.
ჯენოაში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, 33 წლის მეკარის დამატება ფიორენტინამ მოახერხა! მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია, დე ხეა "ვიოლასთან" კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
დავიდს იტალიაში დღეს ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.