როდრიდო დე პოლი ატლეტიკო მადრიდის დასატოვებლად ემზადება! ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, 31 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს. ჩოლო სიმეონეს თანხმობა არის, მადრიდული კლუბი გამოცდილი შუახაზელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, ატლეტიკო დე პოლის გაყიდვას აუცილებლად შეეცდება.
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როდრიგო დე პოლის ტრანსფერზე ინტერ მაიამი მუშაობს. MLS-ის კლუბსა და არგენტინელს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი ამერიკულ კლუბში გადასვლას სერიოზულად განიხილავს.
არგენტინელი ფეხბურთელი ატლეტიკო მადრიდის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს. დე პოლმა ამ დროში 187 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 14 გოლი და 26 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. 31 წლის ფეხბურთელის ინტერ მაიამიში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია, რომ არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც გამოხატავენ.













