გავლენიან ტურინულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, იუვენტუსს ზაფხულში ერთ-ერთი მეკარე აუცილებლად დატოვებს და დღევანდელი მოცემულობით ფეხბურთელი, რომელიც გუნდის გამოცვლასთან ყველაზე ახლოსაა მიკელე დი გრეგორიოა!
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, 28 წლის მეკარის ტრანსფერი საბოლოო ჯამში უარყოფითად შეფასდა, სწორედ ამიტომ "ბიანკონერი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალიელი კარის დარაჯის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. რაც შეეხება მატია პერინს, 33 წლის მეკარე დიდი ალბათობით გუნდში დარჩება და მომდევნო სეზონშიც მეორე ნომერი იქნება.
იუვენტუსი ახალ პირველ ნომერს უკვე ეძებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, პოტენციურ სამიზნეებზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













