ოფიციალურად — ჯეიმი ვარდი სეზონის ბოლოს ლესტერს დატოვებს! 13-წლიანი ისტორია სრულდება, ვეტერანმა ფეხბურთელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჯეიმი ვარდი ლესტერის ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავდა. ინგლისელმა ფორვარდმა ამ დროში 496 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 198 გოლი და 69 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ჯეიმი ვარდიმ ლესტერთან ერთად 5 ტიტულიც მოიგო, საიდანაც ერთ-ერთი პრემიერ ლიგის თასი იყო.
38 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ამ მომენტისთვის უცნობია რა გეგმები აქვს ინგლისელ ფორვარდს მომდევნო სეზონის წინ.













