საული ატლეტიკოში 2008 წელს, რეალ მადრიდიდან გადაბარგდა. 16-წლის განმავლობაში, ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის მაისურით არც მეტი, არც ნაკლები 427 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც გაიტანა 48 გოლი და 26 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ნიგესმა ატლეტიკო მადრიდთან ერთად, საკმაოდ ბევრი ტიტულის მოგება მოახერხა: ერთხელ ლა ლიგა, 2-ჯერ ევროპა ლიგა და თითო-თითოჯერ ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერ თასი.
საულ ნიგესი ატლეტიკოს სიმბოლო წლების განმავლობაში იყო, მაგრამ ბოლო წლებში, მისი მადრიდული კარიერა არც ისე კარგად წარიმართა, შესაბამისად, ორივე მხარემ ლოგიკური ნაბიჯი გადადგა და დამშვიდობება გადაწყვიტა. 29 წლის ფეხბურთელს სევილიაში ორშაბათს ელოდებინ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
საულის დღევანდელი ფოტო, რომელიც ატლეტიკო მადრიდის ბაზაზეა გადაღებული:














