ბოლო დღეების განმავლობაში, ესპანურ მედიაში რეალ მადრიდთან დაკავშირებით საკმაოდ ხმაურიანი ინფორმაცია გავრცელდა — "ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ალვარო არბელოას გეგმებში არ შედის, შესაბამისად, ინგლისელმა ფეხბურთელმა ახალი გუნდი უნდა მოძებნოს!"
ამ თემასთან დაკავშირებით როგორც ესპანეთში ისე ინგლისშიც ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა რეალურად სულ სხვა რაღაც ხდება და ამასთან დაკავშირებით, რეალ მადრიდთან დაახლოებულმა წყაროებმა ინფორმაცია უკვე გაავრცელეს.
რეალურად ალვარო არბელოას ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ძალიან ეიმედება და მისი გუნდიდან გაშვებას არც კი განიხილავს. მეტიც, 27 წლის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და დიდი შანსია რაიო ვალეკანოსთან სამატჩო განაცხადში მოხვდეს, რაც ესპანელი სპეციალისტისთვის სასიხარულო ამბავია.
სამეფო კლუბში ფიქრობენ, რომ რთული სტარტის მიუხედავად, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ყველაფერი წინ აქვს და მისი ბოლომდე სჯერათ. იგივე აზრზეა ალვარო არბელოაც, რომელიც ინგლისელის მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელის.













