რეალ მადრიდი, ბარსელონა, ლივერპული, ბაიერნი, ჩელსი — დიახ, ყველა ამ გუნდის ინტერესი რეალური და დადასტურებულია! ფეხბურთელის აგენტთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ყველა მათგანი ესპანელი მცველის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზადაა. დინ ჰაუსენს არსებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა £50 მილიონი უწერია, რაც ასეთი დონის ტალანტისთვის საკმაოდ მისაღები თანხაა.
დინ ჰაუსენმა ამ სეზონში უკვე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც ორი გოლის გატანა მოახერხა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ბორნმუთის შეუცვლელ წევრად საკმაოდ მალე ჩამოყალიბდა. 19 წლის ფეხბურთელს მარტის სანაკრებო პაუზის დროს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, დინ ჰაუსენის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა ფაქტია, ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ გუნდში გადასასვლელად ემზადება.














