LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან აჭარულ კლუბში თორნიკე კირკიტაძე ითამაშებს. 28 წლის შემტევი დინამო თბილისში თამაშობდა, ყველას კი ლოკომოტივიდან გვახსოვს, სადაც გამორჩეული სეზონები ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა.

ჩვენივე ცნობით, დინამო ბათუმში ლაზარე კუპატაძე დაბრუნდა. კუპატაძე ბათუმში 2 წლის განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ იბერიაში დაბრუნდა, მომავალი წლიდან კი კვლავ აჭარლების მეკარე იქნება.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის დამატებაზეც გიორგი ჭიაბრიშვილი მუშაობს, ლუკა ლაკვეხელიანია. ბათუმელები ლაკვეხელიანთან აქტიურ მოლაპარალებებს აწარმოებენ, რომელიც გადამწყვეტ ფაზაში შედის და დიდი ალბათობით, ახალი წლიდან ისიც ამ გუნდის წევრი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ჭიაბრიშვილს სამივე მათგანთან მუშაობის გამოცდილება აქვს - კირკიტაძეს ლოკომოტივში, კუპატაძეს და ლაკვეხელიანს კი იბერიაში წვრთნიდა.















