24 წლის თავდამსხმელმა გიორგი ლომთაძემ სეზონის დასრულების შემდეგ დინამო თბილისი დატოვა.
დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლომთაძე კარიერას ამერიკაში, მონტერეიში გააგრძელებს.
მონტერეი ამერიკის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, რომელიც USL-ის სახელით არის ცნობილი.
ეს კლუბი კალიფორნიაში 2021 წელს დაარსდა და გასული სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა.
რაც შეეხება ლომთაძეს, მან დინამო თბილისის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, იქამდე ლომთაძე 3 სეზონი გაგრას რიგებში გამოდიოდა.













