როგორც ჩანს, კალანდაძე დინამოს დასატოვებლად ემზადება და თუ უნგრულ გავლენიან გამოცემებს დავუჯერებთ, მის დამატებას მტკ ბუდაპეშტი და ფეჰერვარი ცდილობენ. მათი ინტერესი რეალურია, მეტიც, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. შეგახსენებთ, კალანდაძეს დინამო თბილისთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
ახალგაზრდა მცველისთვის უნგრეთის ჩემპიონატი უცხო არაა. ფეხბურთელი 2020/21 სეზონში დიოსგიორის ღირსებას იცავდა.
უახლოეს დღეებში 23 წლის მცველის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.
ფოტო: Dinamo Tbilisi













