ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი დასრულდა. დინამო თბილისმა მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო წელს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
თბილისურმა კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და პირველი ტრანსფერიც განახორციელა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, დინამო თბილისმა შეთანხმება გაგრას შემტევთან, გიორგი ხარებაშვილთან მიაღწია. ხარებაშვილი დედაქალქელებთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
გასული სეზონი გაგრამ მე-5 პოზიციაზე დაასრულა, რაშიც თავისი წვლილი ხარებაშვილმაც შეიტანა და 7 გოლი გაიტანა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ტრანსფერს მალე ოფიციალური სახე მიეცემა.













