ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ტოტენჰემი ახალი ფორვარდის დამატებას გეგმავდა და როგორც ჩანს, გუნდმა არჩევანი უკვე გააკეთა — დომინიკ სოლანკე ბორნმუთიდან კარიერას "დეზებში" გააგრძელებს! 26 წლის ინგლისელი ყოველთვის #1 სამიზნე იყო, ლონდონურმა კლუბმა კი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, €76 მილიონის გადახდა გადაწყვიტა. სოლანკეს ლონდონში უკვე ელოდებიან, ინგლისელი ფორვარდისთვის 6-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია.
216 მატჩი, 77 გოლი და 31 საგოლე გადაცემა, ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება სოლანკე "ალუბლებს", ახლა კი ფეხბურთელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება, პოსტეკოგლუ დომინიკს უკვე ელოდება.













