ბოლო ინფორმაციით, ჩაკვეტაძის შეძენა ვულვზს სურდა, თუმცა უოტფორდმა მისი დატოვება გადაწყვიტა, რადგან გუნდის მიზანი პრემიერ ლიგაში გადასვლაა.
როგორც LaGazzetta.ge-სთვის არის ცნობილი, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩაკვეტაძის მსურველი პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ევერტონია.
საქმე იმაშია, რომ მერსესაიდელები ზამთარში ერთი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ, თან ისეთს, რომელშიც დიდი თანხის გაფლანგვა არ მოუწევთ. ერთ-ერთი კანდიდატი კი სწორედ ჩაკვეტაძეა.
"ფეხბურთელების დამატება ზამთარშივე გვინდა, მაგრამ ეს რთული პროცესია, რადგან ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული. შევეცდებით, ისეთი მოთამაშე მოვიყვანოთ, რომელშიც შედარებით იაფს გადავიხდით", - განაცხადა ევერტონის თავკაცმა დავიდ მოიესმა.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩაკვეტაძის უოტფორდი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, მე-9 პოზიციას იკავებს, რითაც პრემიერ ლიგაში დაბრუნების შანსებს მცირდება. ევერტონმა კი გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
საინტერესოა, დათანხმდება თუ არა უოტფორდი თავიანთი მთავარი ლიდერის ზამთარშივე გაშვებას.














