რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, დუგლას ლუისი იუვენტუსიდან კარიერას ნოტინგემ ფორესტში გააგრძელებს. მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ნოტინგემ ფორესტი დუგლას ლუისის სანაცვლოდ დაახლოებით €30 მილიონს გადაიხდის.
დუგლას ლუისი, რომ იუვენტუსის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაცნობეთ. ბრაზილიელი ნახევარმცველი კლუბის გეგმებში არ შედიოდა, შესაბამისად, მისი ტურინიდან წასვლა უბრალოდ დროის საკითხი იყო. ფეხბურთელით სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებოდნენ, საიდანაც ყველაზე მეტად პრემიერ ლიგის წარმომადგენლები აქტიურობდნენ. განიხილებოდა ევერტონისა და ფულემის ვარიანტებიც, თუმცა ყველას ნოტინგემმა აჯობა და ტრანსფერიც დაიხურა.
დუგლას ლუისი იუვენტუსის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ დროში 27 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ნოტინგემ ფორესტი დუგლას ლუისს ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს.













