დადასტურებულად — ემერიკ ლაპორტი ალ ნასრიდან კარიერას ატლეტიკ ბილბაოში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, გამოცდილ ფეხბურთელს მისთვის კარგად ნაცნობ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ემერიკ ლაპორტი დიდი ალბათობით 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმებს.
ემერიკ ლაპორტი ატლეტიკ ბილბაოს აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის ღირსებას კი 2012-2018 წლებში იცავდა. ესპანელმა მცველმა ამ დროში 222 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. რაც შეეხება ალ ნასრის, ემერიკ ლაპორტი საუდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბში 2023 წლიდან მოყოლებული თამაშობდა.
31 წლის ესპანელი ცენტრალური მცველის ბოლო ევროპული კლუბი მანჩესტერ სიტი იყო.













