25 წლის ბრაზილიელი ფლანგის მცველი ემერსონ როიალი ტოტენჰემიდან კარიერას მილანში გააგრძელებს! მხარეებმა ტრანსფერის ბოლო დეტალები რამდენიმე წუთის წინ მოაგვარეს — ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელს იტალიაში გაფრენის საშუალება მისცა. ლომბარდიულ კლუბში ემერსონის ოფიციალური წარდგენა, მომდევნო კვირაში მოხდება. საუბარია, დაახლოებით, €15 მილიონიან გარიგებაზე, ბონუსების ჩათვლით.
პაულო ფონსეკას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ფლანგის მცველის მოყვანა იყო, უფროსობამ კი პორტუგალიელს ეს სურვილი დაუკმაყოფილა. ემერსონი "როსონერისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ემერსონის 3-წლიანი ლონდონური კარიერა სრულდება — ბრაზილიელმა ამ დროში 101 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
Serie A
ემერსონ როიალი მილანში ითამაშებს













