ემილი არსენალის აკადემიის აღზრდილია — 2016 წლიდან მოყოლებული, ფეხბურთელმა ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა. შემდეგ იყო იჯარით ტრანსფერები ლაიფციგში და ჰადერსფილდში, ხოლო 2020 წლიდან ინგლისელი პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა. კარიერის საწყის წლებში, სმიტ როუ აკადემიაში, ალბათ, ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, პირველ გუნდშიც საკმაოდ ხმაურიანად დაიწყო თამაში, თუმცა შემდეგ იყო მძიმე ტრავმები, თანაც ერთიმეორეს მიყოლებით, რის გამოც მისი კარიერა უკან და უკან წავიდა. კლუბისა და არტეტას მხრიდან ემილს მხარდაჭერა არასდროს აკლდა, თუმცა ბევრი ტრავმის გამო ფეხბურთელმა ნდობა მაინც დაკარგდა.
სმიტ როუს არსენალის მაისურით ჯამში 115 მატჩი მოუგროვდა, რა დროშიც 18 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელმა "მეთოფეებთან" ერთად 2-ჯერ ინგლისის სუპერ თასიც მოიგო.













