ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ლიამ როსენიორმა ინგლისის ასოციაციის თასზე გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ენცო ფერნანდესის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
"ჩემთან კოსნულტაციის შემდეგ, კლუბმა მისი დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. ის არ იქნება ხელმისაწვდომი არც ხვალინდელ მატჩში და არც მომავალ კვირას, მანჩესტერ სიტისთან შეხვედრაში. სამწუხაროდ ზღვარი გადაილახა, რამაც დააზიანა კლუბის სახე და პრესტიჟი.
ენცოს, პირველ რიგში, როგორც ადამიანსა და მოთამაშეს, უდიდეს პატივს ვცემ და კარგად მესმის, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ჩელსის წარმატება სურს, თუმცა, ამ კონკრეტულ მომენტში კლუბმა ისე იმოქმედა როგორც საჭირო იყო.
ენცოსთვის კარი დახურული არ არის, ეს უბრალოდ სანქციაა - მან ზღვარი გადაკვეთა და კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო."
შეგახსენებთ, ენცო ფერნანდესმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სრულად კონცენტრირებულია ჩელსიში თამაშზე და გუნდის წარმატებაზე, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული და მომავალში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
რაც შეეხება რეალ მადრიდის თემას, ენცო ფერნანდესმა აღნიშნა, რომ სამეფო კლუბი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია, სადაც ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს, რომ ითამაშოს. არგენტინელთან დაახლოებულმა წყაროებმა კი ისიც თქვეს, რომ 25 წლის ფეხბურთელს მადრიდულ გრანდში თამაში სურს და მომავალში ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენცო ფერნანდესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩელსის დატოვებას გეგმავს. სწორედ ამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო გადაწყვიტა ჩელსიმ არგენტინელის ორი მატჩით დასჯა.













