საქართველოს ჩემპიოანტის ბომბარდირი იური ტაბატაძე კარიერას ესპანურ კადისში გააგრძელებს. ტაბატაძე ახალ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მიმდინარე სეზონში ტაბატაძე იბერიას მთავარი ლიდერია და ეროვნული ლიგა 11 გატანილი ბურთით დატოვა, რითიც ის ბომბარდირებში პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება კადისს, ტაბატაძის გუნდი ლა ლიგა 2-ში გამოდის, ახალ სეზონში ორი შეხვედრა ჩაატარა, ერთი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ესპანურმა გუნდმა ქართველის სანაცვლოდ 450 ათასი ევრო გადაიხადა.
LaGazzetta.ge-მ ტაბატაძე ეროვნული ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.













