ყველაზე რეალური კი მისი პსჟ-ში გადასვლაა. კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და თუ დეტალებზე შეთანახმდებიან, კვარას პსჟ-ში წასვლას წინ აღარაფერი დაუდგება.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მსურველთა რიცხვს ლივერპული გამოაკლდა, რომელიც პსჟ-ს შემდეგ ქართველის შეძენით ყველაზე მეტად ინტერესდებოდა.
მერსესაიდელთა ბანაკში ამბობენ, რომ ისინი კვარაცხელიას მიმართ უბრალოდ დაკვირვებას აწარმოებდნენ და მოლაპარაკების დაწყებას კლუბთან და აგენტთან ამ ზამთარს არ აპირებდნენ.
შესაბამისად, ერთადერთი კლუბი, რომელიც ამ ზამთარს კვარას შეძენით ინტერესდება, პარიზული გუნდია.














