სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 2024/25 სეზონი. ბოლო ტურში ლივერპულმა საკუთარ კედლებში ჩემპიონობა კიდევ ერთხელ იზეიმა. მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული კლუბის მეკარემ კივინ კელეჰერმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ პირველი ნომერი ვარ და საკმარისად კარგი ვარ იმისთვის, რომ კვირიდან კვირამდე ვითამაშო. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო სეზონში."
ეს კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბისა და ფეხბურთელის პოზიციას — კივინ კელეჰერი ზაფხულში ლივერპულს 100% დატოვებს. 26 წლის მეკარის დამატებით პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი უკვე ინტერესდება. რაც შეეხება ალისონ ბეკერს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ბრაზილიელი მეკარე ლივერპულში დარჩება.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს ზაფხულში შეუერთდება.













