27 წლის ფეხბურთელი გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდება.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, შეთანხება უკვე მიღწეულია და არაბიძე კარიერას კვლავ ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს. ის კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
მოგეხსენებათ, არაბიძე ტორპედოში 1.5 წლის წინაც თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო.
ბოლოს არაბიძე სამხრეთ კორეის ულსან ჰიუნდაიში თამაშობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში კი თავისუფალი აგენტი იყო.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ტორპედოს 43 ქულა აქვს, მეოთხე პოზიციაზეა და ევორტურნირებზე გასასვლელად იბრძვის. არაბიძე ტორპედოს ახალი სეზონიდან შეუერთდება.













