აურელიო დე ლაურენტისის მიმართ გამოძიება 2023 წელს დაიწყო, როდესაც რომის პროკურატურამ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის გამოძიება გადაწყვიტა. პროკურორებმა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულეს, ახლა კი ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. უახლოეს პერიოდში, იტალიელ ბიზნესმენს სასამართლოში ელოდებიან, სადაც რამდენიმე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
როგორც ნაპოლის მფლობელის ადვოკატებმა განაცხადეს, მათი კლიენტი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. აურელიო დე ლაურენტისს სჯერა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე უსაფუძვლოა და პროცესი მისი გამარჯვებით დასრულდება.














