ლევერკუზენის წარმატებული სვლა ფლორიან ვირცთან ერთად გრძელდება, თუმცა გერმანულ კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელის გასაშვებად უკვე ემზადებიან. იმის მიუხედავად, რომ 21 წლის გერმანელს ლევერკუზენთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და კლუბი ახალ ხელშეკრულებაზეც მუშაობს, უფროსობა იმ ფაქტს შეგუებულია, რომ ფლორიანს ძალიან მალე დაკარგავს. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობენ, თუმცა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ბაიერნს სეზონის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ლეროი ზანე, კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი — დიდი შანსია ამ სამეულიდან ახალ სეზონში გუნდში არც ერთი აღარ დარჩეს, სწორედ ამიტომ, მიუნხენური გრანდი ფლორიან ვირცის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს. ლევერკუზენი 21 წლის ფეხბურთელს, დაახლოებით, €100-120 მილიონად აფასებს.
გერმანელი ფეხბურთელის მიმართ რეალ მადრიდის, ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის ინტერესი კვლავ რჩება.















