ნაპოლიში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ნეაპოლურ კლუბს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "პარტენოპეის" საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
რაც შეეხება არსებულ შემადგენლობას, უკვე ცნობილია, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან ნაპოლიში — ამ სიაში მოხვდა ალისონ სანტოსიც, რომელიც კლუბში იჯარის წესით ირიცხება. "პარტენოპიემ" ბრაზილიელი ვინგერის გამოსყიდვა უკვე გადაწყვიტეს და ამის შესახებ როგორც სპორტინგს, ისე ფეხბურთელსაც აცნობა.
ალისონ სანტოსის სანაცვლოდ სპორტინგი €15.5 მილიონს მიიღებს, ხოლო 23 წლის ვინგერი ნაპოლისთან მინიმუმ 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.













