დადასტურებულად — მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს! 31 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ კლუბის უფროსობას უკვე აცნობა და როგორც მასთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.
ბერნარდუ სილვა, რომ მანჩესტერ სიტის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაცნობეთ. მას შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ "ქალაქელები" გამოცდილი შუახაზელის შენარჩუნებას შეეცდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს პორტუგალიელს საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტის ღირსებას 2017 წლიდან მოყოლებული იცავს. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ამ დროში 449 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 76 გოლი და 77 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება მომავალ სეზონს, ბერნარდუ სილვა რამდენიმე ევროპულ და ამერიკულ კლუბს უკვე დაუკავშირეს, თუმცა როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, პორტუგალიელი მომავალ კლუბს დიდი ალბათობით მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეარჩევს.













