ფრანგული L'Equipe დღეს დილით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — როგორც ირკვევა, ბრედლი ბარკოლა ქართველის ტრანსფერით გაკვირვებული და ცოტათი გაბრაზებულიც კი არის. როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა იუწყება, ფეხბურთელს არ მოეწონა კლუბის გადაწყვეტილება, რადგან მას მოუყვანეს ისეთი კონკურენტი, რომელმაც დიდი შანსია სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმციროს. შეგახსნენებთ, პსჟ-ში ირიცხება კიდევ ერთი მარცხენა ვინგერი, კერძოდ დეზირე დუე, რომელიც ასევე კონკურენციაში იქნება ბარკოლა-კვარაცხელიას დუოსთან.
რა გეგმა აქვს ლუის ერნიკეს?
"ხვიჩა იდეალურად ერგება თამაშის ჩვენს ხედვას. მას შეუძლია შედარებით სიღრმიდან ითამაშოს (ათიანის პოზიციაზე), ისევე როგორც 9 ნომერზე."
ამ კომენტარის შემდეგ მივხვდებოდით, რომ ესპანელი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ მარცხენა ფლანგზე არ განიხილავს და დიდი შანსია სასტარტო შემადგენლობაში როგორც კვარამ, ისე ბარკოლამაც დაიწყოს. ფრანგი ფეხბურთელისგან განსხვავებით, კვარაცხელიას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და ეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ დაუმტკიცებია.
რეიმსთან მატჩში ნაკლებად, მაგრამ მომდევნო შეხვედრებში უფრო კარგად გამოჩნდება ზუსტად რა გეგმები აქვს ლუის ერნიკეს ბარკოლა-კვარაცხელიას დუოსთან დაკავშირებით.















