ევროპის მასშტაბით ტოპ კლუბები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე იწყებენ. როგორც მიმდინარე წელს, ისე 2026 წლის იანვრის თვეც დიდი ალბათობით საკმაოდ აქტიური იქნება და კლუბები სეზიოულ შევსებას მიიღებენ.
ზემოხსენებული კლუბების სიაშია მანჩესტერ სიტიც, რომელიც როგორც ირკვევა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი შემტევის დამატებას განიხილავს და "ქალაქელების" #1 სამიზნეც უკვე ცნობილია.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, პეპ გვარდიოლას ანტუან სემენიოს დამატება ძალიან სურს და როგორც მანჩესტერულ კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, "ქალაქელები" განელი ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის £65 მილიონის გადახდას სერიოზულად განიხილავენ! მანჩესტერ სიტიში ფიქრობენ, რომ ანტუან სემენიო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს შეტევაში სჭირდება და მოთამაშის იანვრის თვეში ყიდვას აქტიურად განიხილავენ.
ანტუან სემენიო, რომ ბორნმუთის დასატოვებლად ემზადება ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ უკვე გაცნობეთ და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დიდი ალბათობით 2026 წლის დასაწყისში განხორციელდება. მანჩესტერ სიტის გარდა საქმეშია ლივერპულიც, რომელიც ასევე გეგმავს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემტევი ფეხბურთელის დამატებას. განელი შემტევის სიტუაციას აკვირდებიან სხვა ტოპ კლუბებიც.
უახლოეს კვირებში ანტუან სემენიოს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი 2025/26 სეზონის მეორე ნახევარს ახალ გუნდში დაიწყებს.













