ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც 1 თვეა დარჩენილი, ალეხანდრო გარნაჩო კი ამ დრომდე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია. ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედის და მისი ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხია.
სად შეიძლება გააგრძელოს ალეხანდრო გარნაჩომ კარიერა?
21 წლის ვინგერს კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ ჩელსიში სურს! დიახ, ფეხბურთელმა როგორც აგენტებს, ისე იუნაიტედის უფროსობასაც აცნობა, რომ თუ მანჩესტერს დატოვებს, მხოლოდ ლონდონურ კლუბში გადავა.
ენცო მარესკას ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ჩელსი გარნაჩოს ტრანსფერზე მუშაობს. "ლურჯები" პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებენ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაკეთდება. ალეხანდრო გარნაჩოს სატრანსფერო ფასი დაახლოებით £35-40 მილიონია, რაც ჩელსისთვის მისაღები თანხაა.
არგენტინელის სიტუაციას სხვა კლუბების ყურადღებით აკვირდებიან — ამ სიაშია ნაპოლიც, რომელიც ახალ ვინგერს ეძებს. უახლოეს დღეებში გარნაჩოს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.













