რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ალეხანდრო გარნაჩო მანჩესტერ იუნაიტედიდან კარიერას ჩელსიში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 21 წლის არგენტინელ ვინგერს ლონდონში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ჩელსი ახლაგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით £40 მილიონს გადაიხდის.
ალეხანდრო გარნაჩო, რომ მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. არგენტინელი რუბენ ამორიმის გეგმებში არასდროს შედიოდა, შესაბამისად, 21 წლის ფეხბურთელის იუნაიტედიდან წასვლა უბრალოდ დროის საკითხი იყო. იმის მიუხედავად, რომ საქმეში ნაპოლი და სხვა ევროპული კლუბებიც იყვნენ, ალეხანდრო გარნაჩოს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ჩელსიში სურდა.
არგენტინელი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის პირველი გუნდის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 144 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 26 გოლი და 22 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













