ბარსელონას ლიდერმა და ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა რაფინიამ იმ მთავარ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც ზაფხულში ბარსელონაში დარჩა.
"სიმართლე ისაა, რომ ყველაფერი ბოლო მომენტში შეიცვალა. გუნდიდან ფაქტობრივად წასული ვიყავი, მაგრამ შემდეგ ჰანსი ფლიკმა დამირეკა და ჩემი მომავალიც თავიდან ბოლომდე ამოტრიალდა. ეს იყო ზარი, რის შემდეგაც მივხვდი, რომ ბარსელონაში დარჩენა შემეძლო. რომ არა ჰანსი, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა მან აზრი შემაცვლევინა. მან თავდაჯერება მომცა, რითაც საკუთარი ძალების ვირწმუნე.
თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ფლიკმა ჩემი კარიერა შეცვალა. ახლა რა ფეხბურთსაც ვთამაშობ, ყველაფერი მისი დამსახურებაა."
შეგახსნებეთ, რაფინიას ამ სეზონის სტატისტიკას — ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 30 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემაც შეასრულა.













