არსენალის ყოფილმა სკაუტმა თომაშ პაშიეჩნიემ weszlo.com-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და არსენალის შესახებ აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა.
"საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთს ესტუმრა, სადაც შესარჩევი ტურნირი იმართებოდა. ჩემი საქმე ყველა გუნდისთვის ყურადღების მიქცევა იყო, მაგრამ როდესაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის თამაში ვნახე, სხვა სკაუტებთან ერთად დიდხანს ვმსჯელობდი, თუ რომელი იყო საუკეთესო.
შემდეგ ორივეს თამაშს რუსეთში ვაკვირდებოდი, დიდხანს ვადევნებდი თვალყურს მათ განვითარებას. კვარაცხელია? სამწუხაროდ მისი ყოველი შემდეგი ნაბიჯი ძალიან ცუდი იყო, დასაწყისიდან ბოლომდე. ხშირად კარგავდა ბურთს, ფიზიკურად სუსტი იყო და ორთაბრძოლებსაც ხშირად აგებდა. თითქოს თავდაჯერებულობა აკლდა.
მან მომავალში ეს ყველაფერი გადალახა, მაგრამ ყაზანში მისი ნაჩვენები პერფორმანსი, კარგ რეიტინგს მაინც არ იწვევდა. ყველამ იცოდა, რომ ის კარგი ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ არსენალში აინტერესებდათ, თუ რამდენად კარგი გახდებოდა - იქნებოდა ის აბსოლუტურ მწვერვალზე თუ ცოტა უფრო დაბალ დონეზე. თუმცა, იმ ეტაპზე უნდა დამეწერა რასაც ვხედავდი და რა დონის ფეხბურთელთან გვქონდა საქმე. გამომეტანა დასკვნები და დამეწერა თუ სად ვხედავდი პრობლემებს."
როგორც პოლონელმა სკაუტმა განაცხადა, არსენალმა ხვიჩა კვარაცხელიას მაგივრად ბრაზილიელი მარკინიოსი შეიძინა, რომელმაც პირველ გუნდში მხოლოდ და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. 22 წლის ვინგერი ამ დრომდე "მეთოფეების" საკუთრებაში იმყოფება, იჯარის წესით კი სამშობლოში, კრუზეიროში თამაშობს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში 3 ტიტულის მოგება შეუძლია...













