აბურჯანია ამ დრომდე თურქული ჰატაისპორის საკუთრებაში იმყოფება, თუმცა დიდი ალბათობით, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდებიან და ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
ქართველი ნახევარმცველისთვის პორტუგალიის ლიგა უცხო არაა — ორი სეზონის განმავლობაში, აბურჯანია ჟილ ვისენტეში თამაშობდა. რაც შეეხება ჰატაისპორში გატარებულ ერთ სეზონს, გიორგიმ 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
ავს ფუტებოლ სადი პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში გასული სეზონის შემდეგ აღზევდა. 2023/24 სეზონში, გუნდი რანგით მეორე ჩემპიონატში, მესამე ადგილზე გავიდა და უმაღლეს დივიზიონში საგზური პლეიოფით მოიპოვა.













