შეთანხმება შედგა — გიორგი მიქაუტაძე ლიონიდან კარიერას ვილიარეალში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ესპანეთში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ვილიარეალი მიქაუტაძის სანაცვლოდ დაახლოებით €30 მილიონს გადაიხდის.
იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიონის დატოვება არ სურდა, ფინანსური პრობლემების გამო, ფრანგულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი მაინც გაყიდა. განიხილებოდა ბრენტფორდის, ბარნლისა და ნეომის ვარიანტებიც, თუმცა ყველას ლა ლიგის კლუბმა აჯობა და გარიგებაც დაიხურა.
გიორგი მიქაუტაძე ლიონის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 49 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 18 გოლი და 11 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ვილიარეალი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.













