მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მედიასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა:
"მე ყოველთვის ვამბობ ჩემს ინტერვიუებში, რომ ადამიანი უნდა დარჩეს აწმყოში, რადგან თუ შენს გონებას მხოლოდ მომავალზე ფიქრს დაუთმობ, ამ დროს კარგავ აწმყოს და ყველა სასიამოვნო მოვლენას, რაც დღეს ხდება. ჩემი და ჩემი გუნდელების მიზანი არის ერთმანეთის დახმარება, რათა ჩვენი დღევანდელი მიზანი ასრულდეს. თუ ვინმე ფიქრებით სხვაგან არის, მან ეს ყველაფერი სხვებს არ უნდა დაანახოს და გასახდელში იმ ერთობის ნაწილი უნდა იყოს, რაც გუნდშია შექმნილი.

მომავალი? დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და ვეცდები მუდმივად ასე ვიყო, რადგან აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთო. მომავალს მშვიდად ვუყურებ."
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე რამდენიმე ევროპული გუნდი მუშაობს, თუმცა ყველაზე მეტად მაინც სპორტინგი აქტიურობს. თუ პორტუგალიურ გავლენიან გამოცემებს დავუჯერებთ, ზაფხულში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი აუცილებლად შედგება. გიორგი ქოჩორაშვილს ლევანტესთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.