ამ გარიგებასთან დაკავშირებით ემპოლის სპორტულმა დირექტორმა მედიასთან ისაუბრა:
"მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან საბოლოო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ერთ შემთხვევაში იყო ფეხბურთელის შენარჩუნების სურვილი, მეორე კი შეთანხმება ტრანსფერის დეტალებთან დაკავშირებით, რაც ვერ მოვახერხეთ. საბოლოოდ, შეთანხმება არ იქნა მიღწეული ტრანსფერის ფორმულაზე და გადახდის მეთოდებზე", - განაცხადა რობერტო ჯემიმ.
ემპოლიში დარჩენის შემდეგ, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე გალათასარაი აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამ მომენტისთვის ამ ტრანსფერის გახნორციელების ალბათობა თითქმის ნულს უდრის.













