გრანადასთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. პაჩეტას გუნდისთვის სამწუხაროდ, "Los Nazaríes" საპლეიოფო ზონაში ვერ მოხვდა და ჩემპიონატი მე-7 პოზიციაზე დაასრულა.
ესპანური კლუბის რიგებში საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა გიორგი წიტაიშვილს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯამში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. შეგახსენებთ, 24 წლის ფლანგელი გრანადაში იჯარის წესით თამაშობს, მისი უფლებები კი ამ დრომდე დინამო კიევს ეკუთვნის.
იმის მიუხედავად, რომ გრანადა ლა ლიგაში ვერ დაბრუნდა, კლუბი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას მაინც შეეცდება. განიხილება ორი ვარიანტი: დინამო კიევისთვის სატრანსფერო თანხის შეთავაზება ან კიდევ ერთი იჯარა. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გრანადა წიტაიშვილის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს, თუმცა რა გეგმები აქვს თავად ფეხბურთელსა და უკრაინულ კლუბს, ჯერჯერობით უცნობია.
უახლოეს კვირებში გიორგი წიტაიშვილის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













