როგორც მოგეხსენებათ, წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელს იბერია დაიცავს.
ეროვნული ლიგის სეზონის პირველი ნახევარი იბერიამ წარმატებით ჩაატარა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ჩემპიონატის განახლებამდე კი გუნდმა გაძლიერება დაიწყო და პირველი ტრანსფერი განახორციელა. არმელ ზოჰური კარიერას იბერიაში გააგრძელებს.
24 წლის კოტდიუვარის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ბოლოს ტირასპოლის შერიფში ასპარეზობდა, რომლის რიგებშიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპის 10 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ზოჰურის ანგარიშზე შერიფში 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას მეტოქე შვედური მალმიო იქნება.













