როგორც მოგეხსენებათ, იბერია საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა და წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთხელ ითამაშებს.
იბერიელებმა ახალი სეზონისთვის გაძლიერება უკვე დაიწყეს და ერთბაშად 4 ტრანსფერი განახორციელეს. რამდენიმე დღის წინ, გუნდმა პაატა ღუდუშაური და 16 წლის ანდრია ბართიშვილი დაიმატა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, იბერიამ ამ ორი ფეხბურთელის გარდა ზვიად ნაჭყებიაც დაიმატა. ნაჭყებია 2 სეზონის განმავლობაში ჩეხურ ჟლინში გამოდიოდა, იქამდე კი თავი ვიტ ჯორჯიასა და სამტრედიაში კარგი თამაშით დაიმკვიდრა. ნაჭყებიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის და კონტრაქტი მალე გაფორმდება.
ჩვენივე ინფორმაციით, ნაჭყებიასთან, ღუდუშაურთან და ბართიშვილთან ერთად იბერიას ახალწვეული აკაკი გიუნაშვილი იქნება,
გიუნაშვილი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მცველია, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ირიცხება. ის ფოთის კოლხეთის საკუთრებაა და გასულ წელს იტალიურ ფროსინონეში გამოდიოდა.













