"შეიძლება მიკერძოებული ვარ, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ხვიჩა ყოველთვის კარგად თამაშობს. ნაპოლი ახლა ჩემპიონატის ლიდერია, სოლიდური გუნდია და თავს ყოველთვის შესანიშნავად იცავს. როცა კონტეს გუნდი გოლს იტანს, შემდეგ ძალიან რთულია მისთვის გოლის გატანა. ვფიქრობ, კვარაცხელიაც კარგ სეზონს ატარებს. ხვიჩამ პირველივე მცდელობით მოიგო სკუდეტო, რაც საოცარი ფაქტია. გამორჩეულ ბიჭზე ვლაპარაკობთ, რომელიც ტოპ ფეხბურთელია. მომავალი მის მხარესაა, იმ თვისებებით, რაც გააჩნია, ვფიქრობ ხვიჩას კიდევ შეუძლია ზრდა და გაუმჯობესება, ამაში დარწმუნებული ვარ.
ახალი კონტრაქტი? იმედიანად ვარ.
საქართველოში ბევრი ტალანტია. მათ შორისაა ერთი ბიჭი, რომელიც 2009 წელს დაბადებულია. ის ძალიან კარგად თამაშობს, თანაც ხვიჩას პოზიციაზე. დიდი შანსია იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ."
შეგახსენებთ, კრისტიან ძაკარდომ შუამავლობა გაუწია ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ნაპოლიში. იტალიელი აგენტი ახლა მამუკა ჯუღელის ერთ-ერთი თანაშემწეა.
რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტს — სიტუაცია უცვლელია, ნაპოლი ფეხბურთელს ხელფასის სახით €6 მილიონამდე სთავაზობს, როცა მამუკა ჯუღელი €8 მილიონს ითხოვს. მხარეები ვერ თანხმდებიან გამოსასყიდ თანხაზეც, რადგან იტალიური კლუბი კონტრაქტში €100 მილიონის ჩაწერას ითხოვს, ქართველის წარმომადგენლები კი მხოლოდ €80 მილიონზე არიან თანახმა.