საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია ვრცელდება ესპანურ პრესაში, რის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ინიგო მარტინესი ბარსელონას დატოვებასთან ძალიან ახლოსაა — დიახ, ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს უახლოეს საათებში დატოვებს და კარიერას დიდი ალბათობით ალ ნასრიში გააგრძელებს. როგორც ირკვევა, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხია.
იმის მიუხედავად, რომ ინიგო მარტინესი ჰანსი ფლიკისთვის შეუცვლელი წევრი იყო, როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა და სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.
ინიგო მარტინესი ბარსელონას ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ესპანელმა ამ დროში 71 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ალ ნასრი ესპანელი მცველის ტრანსფერს მომდევნო კვირაში დაადასტურებს.













