სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე, ინტერმა 2025 წლის პირველი ტრანსფერი განახორციელა.
ნიკოლა ჟალევსკი რომადან კარიერას "ნერაძურიში" გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია, ახალგაზრდა პოლონელს ქალაქ მილანში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ნიკოლა ჟალევსკის დამატებას მარსელიც ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ინტერი ჩაერთო, პოლონელმა იტალიაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
ინტერი 23 წლის განაპირა მცველის სანაცვლოდ €600.000 გადაიხდის და თუ ზაფხულში ფეხბურთელის გამოსყიდვას გადაწყვეტს, "ნერაძური" რომას დამატებით €6-6.5 მილიონს გადაუხდის.