ინგლისური მედია ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — ალექსანდერ ისაკმა ნიუკასლის უფროსობას განუცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვება სურს, რასაც კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციაც ემატება, ლივერპული შვედი გოლეადორის ტრანსფერზე ისევ მუშაობს! იმის მიუხედავად, რომ მერსისაიდელებმა უგო ეკიტიკე უკვე დაიმატეს, ენფილდის ბინადრები ისაკის დამატებას მაინც შეეცდებიან!
როდესაც ლივერპულმა უგო ეკიტიკეს ტრანსფერი დახურა, ყველა ფიქრობდა, რომ კლუბი ალექსანდერ ისაკის დამატებას აღარ შეეცდებოდა, თუმცა როგორც ჩანს არნე სლოტს სულ სხვა გეგმები აქვს — ნიდერლანდელ სპეციალისტს ეკიტიკეს შემდეგ ისაკის ყიდვაც სურს!
ნიუკასლს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი £130 მილიონზე მეტს გადაიხდის, ედი ჰაუს გუნდი ტრანსფერს ფიზიკურად ვეღარ დაბლოკავს. შვედი ფორვარდის მიმართ ინტერესს საუდის კლუბებიც იჩენენ, საიდანაც ყველაზე მეტად ალ ჰილალი აქტიურობს.
უახლოეს დღეებში ალექსანდერ ისაკის გარშემო უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













