როგორც ცნობილი ხდება, კაილ უოკერის დამატების ყველაზე დიდი სურვილი მილანს აქვს. "როსონერის" წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ, მომავალ კვირაში კი პირველი კონტაქტი შედგება მანჩესტერ სიტისთანაც, სადაც პოტენციური ტრანსფერის შესახებ შედგება საუბარი.
მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც, თუმცა ამ მომენტისთვის მილანი ფავორიტია. სერჟიო კონსეისაუს გუნდი ახალ მარჯვენა მცველს ეძებს, სიტის მარჯვენა მცველი კი #1 სამიზნეა.














