La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კრისტიანო ჯუნტოლი ერთ მცველს აუცილებლად დაიმატებს. სატრანსფერო სიაში კი 4 ფეხბურთელია: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი), ჟან-კლერ ტოდიბო (ვესტ ჰემი), ლოიდ კელი (ნიუკასლი) და კევინ დანსო (ლანსი). უფროსობა ოთხივე ფეხბურთელის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს დღეებში დიდი შანსია ამ სიიდან რომელიმეს ტრანსფერი დაიხუროს.
საბა გოლიჩიძის მიმართ ინტერესს მილანი, რომა და ატალანტაც იჩენენ. ფაქტია, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება და ემპოლიდან მისი წასვლა აშკარად დროის საკითხია. ზემოთ ხსენებული კლუბები განიხილავენ ორ ვარიანტს: საბა გოგლიჩიძის ახლავე ყიდვას ან 20 წლის ფეხბურთელის იანვარში დამატებას და სეზონის ბოლომდე ემპოლიში იჯარით დატოვებას. ეს ვარიანტი ტოსკანურ გუნდსაც აწყობს. ემპოლი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €10-15 მილიონად აფასებს.















