ტენ კუპმაინერსი (ატალანტა) - მოტასთვის 26 წლის ნიდერლანდელი ყოველთვის #1 სამიზნე იყო და მას შემდეგ, რაც მატიას სოულეს ტრანსფერი რომაში დაიხურა, იუვენტუსი ატალანტას ახალ შეთავაზებას გაუკეთებს. გასპერინის გუნდი ფეხბურთელს საკმაოდ ძვირად აფასებს, კერძოდ €60-70 მილიონად, თუმცა ფეხბურთელს ატალანტას დატოვება სურს, რაც იუვეს დიდ დახმარებას უწევს. მხარეებს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.
ჟან-კლერ ტოდიბო (ნიცა) - იგივე სიტუაციაა 24 წლის ფეხბურთელთანაც, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტი მზადაა, დარჩენილია მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება. მას შემდეგ, რაც იუვენტუსს დენ ჰიუსენი დატოვებს და ბორნმუთში გადაბარგდება, "ბიანკონერი" ტოდიბოს სანაცვლოდ, ახალ გაუმჯობესებულ შეთავაზებას გააკეთებს. საქმეში ვესტ ჰემიც არის, თუმცა კუპმაინერსის მსგავსად, ტოდიბოსაც მხოლოდ იტალიაში სურს კარიერის გაგრძელება. ფრანგი ცენტრალური მცველის ფასი €35-40 მილიონია.
კარიმ ადეიემი (დორტმუნდი) - 22 წლის გერმანელი შემტევი, დორტმუნდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს და ამის თაობაზე, ნური შაჰინს პრობლემა არ აქვს, რადგან ფეხბურთელი მის გეგმებში, ნაკლებად შედის. გერმანული გუნდი ადეიემის მინიმუმ €50 მილიონად აფასებს, თუმცა ეს თანხა ჯუნტოლის არ აშინებს. უახლოეს საათებში "ბიანკონერის" უფროსობა კარიმის აგენტს შეხვდება, სადაც მხარეები პირადი კონტარქტის მოგვარებას შეეცდებიან. ამის შემდეგ, კი იუვე დორტმუნდს, პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს.
ტიაგო მოტას გუნდი, ზემოთ ხსენებული ტრანსფერებით, სეზონის წინ საკმაოდ დიდ განაცხადს აკეთებს. ტურინელები მომდევნო სეზონში საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებას გეგმავენ!














