იუვენტუსში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. კლუბმა ჯონათან დევიდის ტრანსფერი უკვე დახურა, თუმცა იგორ ტუდორის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. "ბიანკონერი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 6-7 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.
უკვე ცნობილია რომელი ფეხბურთელები არ შედიან ხორვატი სპეციალისტის გეგმებში და ვინ შეიძლება დატოვოს იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.
მატია პერინი, ლოიდ კელი, ნიკო გონსალესი, არკადიუშ მილიკი, ფილიპ კოსტიჩი, ტიმოთი ვეა, დანიელე რუგანი, დუგლას ლუისი, სამუელ მბანგულა, ტიაგო ჯალო, დუშან ვლაჰოვიჩი, ფაკუნდო გონსალესი, არტურ მელო და ფაბიო მირეტი — ამ ფეხბურთელებს უკვე განუცხადეს, რომ ისინი კლუბის გეგმებში აღარ შედიან და ახალი გუნდების მოძებნა მოუწევთ.
ზემოხსენებული სიიდან იუვენტუსს ყველა მათგანი რა თქმა უნდა ვერ დატოვებს, თუმცა კლუბის ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს არსებული შემადგენლობის გადასახალისებლად.













