იუვენტუსში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ტურინულ გრანდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბიანკონერის" საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
რაც შეეხება არსებულ შემადგენლობას, უკვე ცნობილია, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან იუვენტუსში — ამ სიაში მოხვდნენ ლოიდ კელი და პიერ კალულუ. ტურინელებმა როგორც ინგლისელის, ისე ფრანგი მცველის გამოსყიდვაც გადაწყვიტეს. შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი გამოისყიდის ფრანცისკო კონსეისაუა. "ბიანკონერი" და პორტო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, გარიგების ბოლო დეტალებს მოაგვარებენ. იტალიური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი ალბათობით €30 მილიონად გამოისყიდის.
ფრანსისკო კონსეისაუ იუვენტუსს სეზონის დასაწყისში შეუერთდა. პორტუგალიელმა ამ დროში 35 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













