ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივან პერიშიჩმა შესაძლოა კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს. როგორც ირკვევა, ბარსელონა ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდება, მეტიც, ჰანსი ფლიკსა და 36 წლის ფეხბურთელს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. კატალონიურ კლუბში ფეხბურთელის 1 წლით დამატებას განიხილავენ.
ივან პერიშიჩი ამ მომენტისთვის თავისუფალი აგენტია, თუმცა ფეხბურთელს პსვ-ს შემოთავაზება მაგიდაზე ამ დრომდე უდევს. ნიდერლანდური კლუბი ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავს, თუმცა პერიშიჩი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს.
ვეტერან ხორვატ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი 2024/25 სეზონი ჰქონდა. ივან პერიშიჩმა 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. უახლოეს დღეებში ფეხბურთელის ბარსელონაში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













